კონფიდენციალურობის პოლიტიკა
შესავალი
ჩვენი ვალდებულებაა თქვენი პირადი მონაცემების დაცვა. ეს პოლიტიკა ასახავს თქვენს უფლებებს რომელიც დაკავშირებულია ჩვენს მიერ თქვენი პირადი მონაცემების დაცვასთან, გამოყენებასთან და შეგროვებასთან. კონფიდენციალურობის პოლიტიკის და გამოყენების პირობების მიღებით თქვენ თანხმობას გვაძლევთ შევკრიბოთ, გამოვიყენოთ და გავავრცელოთ თქვენი პირადი ინფორმაცია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განსაზღვრული წესით.
რა ტიპის პერსონალურ ინფორმაციას ვაგროვებთ?
როდესაც მომხმარებელი შემოდის ჩვენს საიტზე და სარგებლობს ჩვენი მომსახურებით, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელიც იგზავნება თქვენი კომპიუტერიდან, მობილური ტელეფონიდან ან სხვა მოწყობილობიდან. ჩვენ გვჭირდება თქვენს შესახებ ისეთი პირადი მონაცემები, როგორიცაა სახელი და გვარი, ელექტრონული მისამართი და ტელეფონის ნომერი.
ჩვენ ვიმახსოვრებთ თქვენს ბრაუზერს და ip მისამართს. თუ თქვენ გამოგვიგზავნით ელექტრონულ შეტყობნებას ჩვენ შევინახავთ მას. ასევე ვინახავთ ჩვენ საიტზე გაკეთებულ ნებისმიერ ტრანზაქციას. ასევე ინფორმაციას შეგროვებულს ქუქი ფაილების მიერ.
პირადი ინფორმაციის გამოყენება
თქვენს პირად ინფორმაციას გამოვიყენებთ თქვენი ანგარიშის ამოქმედების და ჩვენს მიერ მომსახურებების გაწევის მიზნით.
ჩვენ ასევე შესაძლოა თქვენი პირადი მონაცემები მივაწოდოთ ჩვენს კორპორატიულ ჯგუფში გაერთიანებულ სხვა ისეთ კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან თქვენთვის სერვისების გაწევის პროცესში. თქვენ პირდაპირ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამგვარად გამჟღავნებას.
თქვენ მონაცემებს ვიყენებთ იმისთვის რომ: გახსნათ ანგარიში ჩვენს სისტემაში, შეავსოთ ბალანსი. შეამოწმოთ და მართოთ თქვენი ანგარიში, ვუზრუნველყოთ დამკვეთის მხარდაჭერა, უსაფრთხო ტრანზაქციის პროცესი , დავების გადაჭრა, მოვკრიბოთ გადასახადი, დაგიკავშირდეთ თქვენი ელექტრონულ ფოსტაზე რათა შევამოწმოთ ტრანზაქციის სისწორე და ანგარიშის ავთენტურობა. შემოგთავაზოთ ინფორმაცია ჩვენს პროდუქციასა და მომსახურება შესახებ. დროდადრო გაცნობოთ მნიშვნელოვანი ფუნქციონალური ცვლილებები შესახებ საიტზე, თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდება შევსებული პირადი ინფორმაციის შესაბამისად.
თქვენი ანგარიშის გახსნის მიზნით, მაღალი ღირებულების ტრანზაქციებისთვის ჩვენ შესაძლოა პირადი ინფორმაცია გადავცეთ შესაბამის ორგანოებს. შემოწმების მიზნით, ჩვენი სერვისებით სარგებლობისას, თქვენი IP მისამართის აკრეფისა და სისტემაში შესვლის დროები იწერება და ინახება თაღლითური მოხმარების თავიდან აცილების და ჩვენი სერვისების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ჩვენ შესაძლოა ასევე მოვიპოვოთ გამოყენებისა და წვდომის შესახებ ინფორმაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს ანგარიშის მრავალჯერადად გახსნის ან სხვა თაღლითური ქმედების თავიდან აცილების ან ჩვენს სისტემებში უკანონო შეჭრისგან ან ბოროტად გამოყენებისგან დაცვის მიზნით. მხოლოდდამხოლოდ ამ მიზნით, ჩვენ შესაძლოა ამგვარი ინფორმაცია გავუზიაროთ თაღლითური ქმედებების მართვის სპეციალიზირებულ და სანდო სამსახურებს, რომლებიც დახმარებას გაგვიწევენ ამ ინფორმაციის გაანალიზებაში.
ქუქი ფაილები და როგორ ვიყენებთ მას?
ჩვენ ასევე შესაძლოა გამოვიყენოთ ქუქი-ფაილები . ქუქი არის მოკლე ტექსტური ფაილი, რომელსაც თქვენ მყარ დისკზე ინახავს თქვენ მიერ მონახულებული ვებგვერდი. ტექსტური ფაილი შეიცავს ინფორმაციას და, სხვა მიზნებთან ერთად, გამოიყენება მნახველის მიერ შესაბამისი ვებგვერდით სარგებლობის უზრუნველსაყოფად.
ქუქი-ფაილის საშუალებით მოპოვებული და შენახული ინფორმაცია შესაძლოა შედარდეს ჩვენს სისტემაში მოპოვებულ და შენახულ პირად მონაცემებთან.
ქუქი ფაილები გვეხმარება დავიმახსოვროთ მომხმარებელი და როცა თქვენ შედიხართ საიტზე ის აქტივირდება, ხოლო როცა ტოვებთ მას ავტომატურად ირთვება. თქვენ შეგიძლიათ არ დაუშვათ ქუქი ფაილები თქვენს კომპიუტერში , თუმცა ამ შემთხვევაში არ გექნებათ სესაძლებლობა ესტუმროთ ჩვენი საიტს ყველა გვერდს.
პირადი ინფორმაციის კონტროლი
თუ თქვენი პირადი მონაცემები (როგორიცაა სახელი და გვარი ან ტელეფონის ნომერი) შეიცვლება, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა განაახლოთ მონაცემები თქვენი ანგარიშის ,,პროფილის ” განყოფილებაში ან დაუკავშირდეთ კლიენტებთან ურთიერთობის სამსახურს. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ ნებისმიერ ისეთ ზარალზე, რომელიც წარმოიქმნება თქვენს მიერ პირადი მონაცემების განუახლებლობის შედეგად.
თქვენი ანგარიშის დეაქტივაციისთვის უნდა დაუკავშირდეთ კლიენტებთან ურთიერთობის სამსახურს. კანონის ძალით ჩვენ ვალდებულნი ვართ შევინახოთ გარკვეული ჩანაწერები თქვენი ანგარიშის დახურვიდან სულ ცოტა ხუთი წლის განმავლობაში.
კომუნიკაცია
წარმატებული რეგისტრაციის შემდეგ თქვენ მიიღებთ დადასტურების შეტყობინებას ელექტრონული ფოსტის მისამართზე. რეგისტრირებული მომხმარებლები დროდადრო ინფორმაციას მიიღებენ პროდუქტებზე და სერვისებზე საინფორმაციო ბიულეტენის საშუალებით, თუ მომხმარებელი არ დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას, რომ მას არ სურს ამგვარი ბიულეტენის მიღება. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღებასთან ან არმიღებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის შეცვლა ნებისმიერი საინფორმაციო ბიულეტენის ელექტრონულ შეტყობინებაში შესაბამის ბმულზე დაწკაპებით. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მაინც მიიღებთ ისეთ შეტყობინებას თქვენი ანგარიშის შესახებ, როგორიცაა ტრანზაქციებთან დაკავშირებული ელექტრონული შეტყობინებები ან თქვენი ანგარიშის ფუნქციონირებასთან ან ჩვენს სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა შეტყობინებები.
ბმულები
ჩვენი ვებგვერდი შეიცავს მესამე პირთა ვებგვერდების ბმულებს. გაცნობებთ, რომ ჩვენ პასუხს არ ვაგებთ მესამე პირთა აღნიშნული ვებგვერდების კონფიდენციალურობაზე.
ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ გაეცნონ თითოეული იმ ვებგვერდის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებულ განცხადებებს, რომელსაც ეწვევიან ჩვენს ვებგვერდზე არსებულ ბმულზე დაწკაპებით. ეს კონფიდენციალობასთან დაკავშირებული განცხადება ვრცელდება მხოლოდ ჩვენს ვებგვერდზე და სერვისებზე.
უსაფრთხოება
ჩვენ ვიცავთ თქვენს პირად მონაცემებს არასანქცირებული წვდომისგან, გამოყენებისგან ან გამჟღავნებისგან. როგორც კი შემოდიხართ ჩვენს სისტემაში, ყველა ინტერნეტ კომუნიკაცია დაცულია SSL (დაცული სოკეტების ფენა) პროტოკოლის გამოყენებით , რომელსაც გააჩნია უსაფრთხოების მაღალი დონის 2048 ბიტიანი სიძლიერის შიფრირების უნარი და სერტიფიცირებულია Sectigo Limited–ის მიერ. თუმცა, დაცვის ასეთი მაღალი დონე მხოლოდ ქმედითია იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თავად დაიცავთ უსაფრთხოების გარკვეულ ნორმებს. თქვენ არასოდეს უნდა გაანდოთ სხვას საკუთარი ანგარიშის დეტალები. თუ თქვენ ვარაუდობთ, რომ თქვენი ლოგინის რომელიმე დეტალს საფრთხე შეექმნა, შეგიძლიათ შეცვალოთ ის თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს როგორც კი სისტემაში შეხვალთ, თუმცა ასევე დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ კლიენტებთან ურთიერთობის სამსახურს და გვაცნობოთ ის მიზეზი, თუ რატომ გგონიათ, რომ თქვენს ანგარიშს საფრთხე ემუქრება.
ცვლილებების შესახებ შეტყობინება
კონფიდენციალურობის შესახებ განცხადებაში ცვლილებები გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე. თუ ჩვენ დავაპირებთ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას მათი შეგროვების დროს განსაზღვრული პირობებისგან განსხვავებული გზით, ჩვენ ამას შეგატყობინებთ ელექტრონული ფოსტით. თქვენ უფლება გაქვთ პროტესტი გამოთქვათ თქვენი პირადი მონაცემების ნებისმიერი ახალი სახით გამოყენებაზე კლიენტებთან ურთიერთობის სამსახურთან დაკავშირებით, თუმცა, ჩვენ ამგვარ პროტესტს განვიხილავთ თქვენი ანგარიშის შეწყვეტის თაობაზე შეტყობინებად.